უროლოგი - ლაშა ბაბუნაშვილი მთავარირეგისტრაციაშესვლა
მთავარი » 2010 » იანვარი » 29 » პროსტატიტი
11:10 PM
პროსტატიტი
  წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები პირობითად შეიძლება დავყოთ ორ დიდ ჯგუფად - ანთებით და სიმსივნურ პათოლოგიებად. ანთებითი დაავადებები ხანგრძლივობისა და მიმდინარეობის კვალობაზე შესაძლოა იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული, ხოლო სიმსივნეთა შორის განასხვავებენ კეთილთვისებიან (ადენომა) და ავთვისებიან (კიბო) დაავადებებს.

  პროსტატიტი ხშირად სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს უკავშირდება, მიზეზი კი შარდსადენიდან წინამდებარე ჯირკვალში ინფექციის გავრცელებაა. აღნიშნული დაავადებების შედეგად აღმოცენებული ურეთრიტის - შარდსადენის მწვავე ანთების - დაგვიანებული და ზოგჯერ არასწორი მკურნალობა ხელს უწყობს ანთებითი პროცესის გავრცელებას პროსტატაზე, ჯერ მწვავე, შემდეგ კი ქრონიკული პროსტატიტის აღმოცენებას.

  მწვავე პროსტატიტის დროს პაციენტს შეიძლება აწუხებდადების მსგავსად ხასიათდება გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობით. გამწვავებისას დაავადების კლინიკური სიმპტომების მთელი სპექტრი იჩენს თავს, რაც ნიშნავს, რომ გამოვლინდება ეს ხშირი შარდვა, წვა შარდვისას, მოშარვის შემდეგ შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, ტკივილი ბოქვენზედა მიდამოში (ეს არის შარდის ბუშტის საპროექციო არე), ტკივილი საზარდულის, სათესლე ჯირკვლების არეებში, შორისისა და უკანა ტანის მიდამოში, ზოგადად ნებისმიერ ადგილზე, რომელიც ახლოსაა ჯირკვლის ანატომიური მდებარეობის არესთან, მაგალითად, კუდუსუნის, წელის არეში. შესაძლოა აღმოცენდეს შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა. არ არის გამორიცხული მწვავე პროსტატიტის დროს ზოგჯერ შარდის შეკავების აღმოცენებაც.

ქრონიკული პროსტატიტი ნებისმიერი ქრონიკული დაავემოთ ჩვენს მიერ აღწერილი მწვევე პროსტატიტის სიმპტომები, რემისიისას კი დაავადების ნიშნები მინიმალურია ან საერთოდ არ ვლინდება. დაავადების გამწვავებას პაციენტები ხშირად სხეულის გადაცივებას უკავშირებენ.

  პროსტატიტის შემთხვევათა მცირე ნაწილი დაკავშირებულია ორგანიზმში არსებული ბაქტერიული ანთებითი პროცესების პროსტატაში გავრცელებასთან სისხლის ანუ ჰემატოგენური გზით. თუმცა აღნიშნული გენეზის პროსტატიტის სიხშირე, როგორც აღვნიშნეთ, მცირეა. ამავე დროს, მსგავს შემთხვევებში აღინიშნება ბაქტერიული ინფექციის საკმაოდ თვალსაჩინო ზოგადი სიმპტომები. შესაბამისად, პროსტატიტის მიზეზიც ნათელია. მეორეული პროსტატიტის მკურნალობა უპირველეს ყოვლისა, ძირითადი დაავადების მკურნალობას გულისხმობს.


კატეგორია: უროლოგიური დაავადებები | ნანახია: 1966 | დაამატა: ava3a | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
პარასკევი, 2024-05-03, 7:02 PM
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მთავარი გვერდი
უროლოგიური დაავადებები
კითხვები ექიმთან
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 2024
კითხვები-პასუხები
dr.lasha@yahoo.com                                                                                                                                    POWERED BY Lasha Babunashvili